saWmeli sokoebi - zafxulis manWkvala

Царство: Грибы
Отдел: Basidiomycota
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Строфариевые
Род: Кюнеромицес
Вид: Опёнок летний
Международное научное название: Kuehneromyces mutabilis

 

ზაფხულის მანჭკვალა - (ინგ. uehneromyces mutabilis) (რუს. Опёнок летний)

სინონიმი: უცნობია.

საჭმელი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა.

აღწერ

ქუდი დიამეტრით 3-6სმ, თავიდან ამობერილი, დაბერებისას ხდება ბრტყელი, კარგად გამოხატული ფართე ბორცვით. წვიმიან ამინდში გამჭვირვალე, მოყავისფრო, მშრალ ამინდში გლუვი, თაფლისფერ-ყვითელი; ხშირად შუაში უფრო ღია და კიდეებზე უფრო მუქი ფერის. ქუდის კიდეები შესამჩნევად დაღარული, ნესტიან ამინდში ბორცვის გარშემო აქვს კონცენტრირებული ზონები და შედარებით მუქი ველები. კანი გლუვი და ლორწოვანი.

რბილობი თხელი, წყლიანი, ბაცი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის, ფეხზე უფრო მუქი, ნაზი გემოთი და ნორჩი მერქნის სასიამოვნო სუნით.

ფირფიტების სიგანე 0,4-0,6სმ, შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, შედარებით ხშირი, თავიდან ღია ყავისფერი, მერე მურა-ყავისფერი ფერის.

ფეხის სიგრძე 7სმ-მდე, დიამეტრი 0,4სმ, მკვრივი; ზედა ნაწილში უფრო ღია ფერის, ვიდრე ქუდი, გლუვი, რგოლის ქვემოთ აქვს პატარა მუქი ქერცლები.

საფარის ნარჩენები: რგოლი აპკისებური, წვრილი, თავიდან კარგად ემჩნევა, ასაკთან ერთად შეიძლება გაქრეს, ხშირად იღებს ოხრისფერ-ყავისფერ ფერს ჩამოცვენილი სპორებისგან; საფარის ნარჩენები ქუდზე არ აქვს.

სპორების ფხვნილი ოხრისფერ-ყავისფერი, სპორები 7,5×5 მკმ, ელიფსისებური, ფორებით.

ეკოლოგია და გამრავლება

ზაფხულის მანჭკვალა იზრდება მჭიდრო კოლონიებად დამპალ მერქანზე ან დაზიანებულ ცოცხალ ხეებზე.ურჩევნია ფოთლოვანი ჯიშები, მთებში გვხვდება ნაძვზე. ფართოდ არის გავრცელებული ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ჩრდილოეთის ზომიერ კლიმატში, მშრალ რაიონებში იშვიათად გვხვდება.

სეზონი აპრილი-ნოემბრის ჩათვლით, რბილ კლიმატში შეიძლება მთელი წლის განმავლობაშიც შეგვხვდეს.

მსგავსი სახეობები

ზაფხულის მანჭკვალა შეიძლება შეგვეშალოს საშიშ შხამიან სოკოში Galerina marginata-ში, რომლებიც განსხვავდებიან შედარებით მცირე ზომებით და არაქერცლიანი,არამედ ბოჭკოვანი ზედაპირით ფეხის ქვედა ნაწილში.

საკვებად უვარგისი ან სუსტად შხამიანი მატყუარა მანჭკვალები ჰიფოლომასებრთა (Hypholoma) გვარისა, მათ არ გააჩნიათ რგოლი ფეხზე.

საკვები ღირებულებები

საჭმელი სოკო, გამოსადეგია ახალ დაკრეფილი ან მარინადი. ბევრ ქვეყანაში ხდებბა მისი გაშენება სამრეწველო მასშტაბებით.

სამეცნიერო სინონიმები:

• AgaricusmutabilisSchaeff. 1774basionym
• Pholiota mutabilis (Schaeff.) P. Kumm., 1871
• Dryophila mutabilis (Schaeff.) Quél. 1886
• Galerina mutabilis (Schaeff.) P.D. Orton, 1960

რუსული სინონიმები:

• კურენომიცესი ცვალებადი
• მანჭკვალა ცაცხვის
• მინდვრის სოკო